დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საიას და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის განცხადება შპს „ენერჯი გრუპის“ და შპს „TV3“-ის მაუწყებლობის ლიცენზიებთან დაკავშირებით 
ავტორი:
2014/იანვარი/16 16:00:10
"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად იგივე პოზიცია აქვს საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა და კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის". კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2013 წლის 26 აგვისტოს საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოავლინა შპს „ენერჯი გრუპი“. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებდა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთიც“, რომელმაც 2013 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს „ენერჯი გრუპისთვის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამ დავაში შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ ინტერესებს იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ და საია მოითხოვენ შპს „TV3“-სთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებას (შპს „TV3“-ის 9% წილის მფლობელი და დირექტორი ასევე ბატონი კახა ბაინდურაშვილია). გვსურს განვმარტოთ, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ სასარჩელო მოთხოვნა ეხება მხოლოდ შპს „ენერჯი გრუპისთვის“ რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭების კანონიერების საკითხს. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, შპს „TV3“-ის სამაუწყებლო ლიცენზიის კანონიერებასთან დაკავშირებით საქმის განხილვა არც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და არც სასამართლოში არ მიმდინარეობს.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია