დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჟან-კლოდ იუნკერი გიორგი კვირიკაშვილზე - მადლობას ვუხდი მას მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს
ავტორი:
2018/მაისი/26 18:30:01
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/iunkeri-kvirikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495342-zhan-klod-iunkeri-giorgi-kvirikashvilze-madlobas-vukhdi-mas-misi-evropuli-suliskvethebisthvis-da-imisthvis-rom-yovelthvis-gabedulad-icavs-thavis-principebs.html", "headline": "ჟან-კლოდ იუნკერი გიორგი კვირიკაშვილზე - მადლობას ვუხდი მას მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვ...", "datePublished": "2018-05-26 14:31:44", "dateModified": "2018-05-26 14:31:44", "description": "მადლობას ვუხდი გიორგი კვირიკაშვილს მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გაბედუ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/iunkeri-kvirikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მადლობას ვუხდი გიორგი კვირიკაშვილს მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს, რაც დღეს ევროპაში ხშირი არ არის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საქართველო ახლოსაა მის გულთან და იგი ამაყია, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ქართველ ხალხთან ერთად ზეიმობს.

“მე ძალიან მეამაყება, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუმრობს ჩვენს ბანერს, ეს არის ევროკავშირის ბანერი. ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩვენთან ერთად არის. ჩვენ ძალიან გრძელი გზა გამოვიარეთ ერთად, მოკლე დროში. მე მას მადლობას ვუხდი მისი ევროპული სულისკვეთებისთვის და იმისთვის, რომ იგი ყოველთვის გაბედულად იცავს თავის პრინციპებს, რაც დღეს ევროპაში ხშირი არ არის. საქართველო ახლოსაა ჩემს გულთან, ახლოსაა ევროპელთა გულებთან, რადგან ჩვენ ისტორიულად და გეოგრაფიულად ვართ მეგობრები და პარტნიორები. ბევრი სხვა ევროპული ქვეყანა აღნიშნავს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს, მაგრამ ამ დღეებში მე განსაკუთრებულად ამაყი და მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რადგან ეს საქართველოსთვის ძალიან გამორჩეული დღეა“, - განაცხადა ჟან-კლოდ იუნკერმა.

ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს პირველად, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით სტუმრობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 455
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია