დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი
ავტორი:
2013/დეკემბერი/12 17:00:02
ევროპარლამენტი მიესალმება ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულებისა და სავაჭრო შეთანხმების პარაფირებას და იმედს გამოთქვამს, რომ მათ რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნებზე მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი. ინფორმაციას ევროპარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, უზრუნველყოს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებმა მოკლევადიან პერსპექტივაში ისარგებლონ ამ შეთანხმებებით მოტანილი სარგებლით", - ნათქვამია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორიობის ვილნიუსის სამიტმა წარმოაჩინა, რომ ევროკავშირმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს.
ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მიუხედავად უკრაინის უარისა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე, ევროკავშირის კარი კვლავ ღიაა მისთვის.
"ევროპარლამენტი გმობს რუსეთის ზეწოლას უკრაინაზე, სომხეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორიობის სხვა ქვეყნებზე, რათა შეაჩეროს მათი ევროკავშირთან შეთანხმებების ხელმოწერა", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს საპასუხო ქმედებისკენ. რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მოუწოდებს ევროკომისიას, საპასუხო ზომები გაატაროს, თუ რუსეთი დაარღვევს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს და ევროკავშირისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სავაჭრო სანქციებს გაატარებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1127
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია