დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, იუსტიციის სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ევროპის სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიულ სიმართლეს შეესაბამება
ავტორი:
2018/მაისი/22 13:00:02
../photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494409-davith-baqradze-imedi-maqvs-iusticiis-saministro-maqsimums-gaakethebs-rom-evropis-sasamarthlom-miighos-is-gadatsyvetileba-romelic-istoriul-simarthles-sheesabameba.html", "headline": "დავით ბაქრაძე - იმედი მაქვს, იუსტიციის სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ევროპის სასამართლომ მიიღო...", "datePublished": "2018-05-22 09:08:39", "dateModified": "2018-05-22 09:08:39", "description": "იმედი მაქვს, იუსტიციის სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ევროპის სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0NOEMB-2015/baqradze-samdzimari_3d2b9.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } იმედი მაქვს, იუსტიციის სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ევროპის სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც ისტორიულ სიმართლეს შეესაბამება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ისტორიის წინაშე სრულიად მართალია და ჩვენ ვართ ცალსახად რუსული აგრესიის მსხვერპლი. იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ევროპაში რუსეთთან მიმართებაში არსებობს, არავის ეჭვი აღარ ეპარება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, საქართველოს წარმატების შანსი სტრასბურგის სასამართლოში ძალიან მაღალია.

,,საქართველოს წარმატების შანსი სასამართლოში არის ძალიან მაღალი. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ეს არის ისევ დღევანდელი ხელისუფლების არაერთგზის გაკეთებული განცხადებები, რომ ომის დაწყებაში საქართველოს ბრალეულობაც არის. იმედი მაქვს, რომ ეს განცხადებები ვერ შეცვლის მთლიან სურათს და იმედი მაქვს, რომ ამ განხილვის ფონზე მაინც ხელისუფლება და პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიულ სიმართლეს შეესაბამება,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია