დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - ისრაელში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა
ავტორი:
2014/აპრილი/24 19:30:02
როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ახსნა-განმარტებებმა კარგად იმუშავა და ბოლო დროს ისრაელში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალსიტებს საქართველოში ვიზიტად მყოფ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, საქართველოს ისრაელის სახელმწიფოსთან განსაკუთრებული ურთიეთობები აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დელეგაცია იმყოფებოდ ისრაელში და ამ ვიზიტის შემდეგ ძალიან მალე ისრაელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა.
"ეს იყო ძალიან სასიხარულო მოვლენა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, რაც მაშინვე აიტაცა ქართველმა ხალხმა, ძალიან ბევრი გაემგზავრა ისრაელში და ისარგებლა სწორედ ამ უვიზო რეჟიმით. ამას მოჰყვა გარკვეულ შემთხვევებში გართულებები. სწორედ ამისთვის, საგარეო უწყებამ მრავალჯერ გააკეთა განცხადება და აუხსნა მოქალაქეებს, რომ მიუხედავად იმისა, მათ ვიზა აღარ სჭირდებათ, რა პირობების შესრულებაა აუცილებელი, რათა დაუბრკოლებლად შევიდნენ ისრაელის სახელმწიფოში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ეს საკითხი განიხილა მან დღეს ისრაელის შს მინისტრთან შეხვედრაზე და მადლობა გადაუხადა მას იმისთვის, რომ სწორედ ისრაელის შს მინისტრი იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების. გარდა ამისა, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. ასევე ისაუბრეს იმის თაობაზე, რომ არის შესაძლებლობა ქართველი სპეციალისტები გაემგზავრონ ისრაელში, სწორედ შს სამინისტროს მიმართულებით და ჩამოყალიბდეს ჯგუფი ექსპერტებისა, რომელიც იქ ივლის და გაიზიარებს კოლეგების გამოცდილებას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია