დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ბათიაშვილი - ბაჩო ახალაიას ბოდვას, სერიოზულად არავინ მიიღებს
ავტორი:
2014/ივლისი/15 15:30:02
პათოლოგი ბაჩო ახალაიას ბოდვას, მგონია, რომ სერიოზულად არავინ მიიღებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყოფილმა პატიმარმა ირაკლი ბათიაშვილმა ბაჩო ახალაიას და მოწმე მიხეილ ბიბილურიძის განცხადებების საპასუხოდ განუცხადა. ბაჩო ახალაიამ და მიხეილ ბიბილურიძემ განახადეს, რომ ირაკლი ბათიაშვილი ავჭალის ციხეში სკამზე ასული სვამდა მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს.
"ეს ახსოვს ქართულ საზოგადოებას და მითუმეტეს პატიმრებს, რომ უკომპრომისობის და პრინციპულობის მაგალითი ვიყავი. მე შემომთავაზეს საპროცესო შეთანხმება, ყოველგვარი ფულის გადახდის გარეშე, რაზეც უარი ვთქვი. მერე მთავაზობდნენ, რომ სააკაშვილის სახელზე შეწყალების წერილი დამეწერა, მერე ისიც კი მითხრეს, რომ შეწყალებაზე ნუ დაწერ, თქვი, რომ მართალი ხარ, მთავარია წერილი დაწეროო, ამაზეც უარი ვთქვი და მე გიჟი სააკაშვილის სადღეგრძელოს დავლევდი ციხეში? ასეთ ბოდვას რომ იძახიან, რამე ისეთი თქვან, რომ ვიღაც მოატყუონ. ციხიდან ვაგზავნიდი სტატიებს, მიმართვებს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და იქედან რომ გამოვედი ისევ ბრძოლაში ჩავერთე. რაში დასჭირდათ ასეთი ბოდვის თქმა, ჩემთვის გაუგებარია", - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
2006 წელს, პროკურატურამ ირაკლი ბათიაშვილს ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენა და დააკავა. ბათიაშვილი თავდაპირველად, #7 დაწესებულებაში მოათავსეს, შემდეგ კი ავჭალაში, #10 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულები იხდიდნენ სასჯელს.
ბაჩო ახალაიამ დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის დაკითხვისას განაცხადა, რომ ირაკლი ბათიაშვილი ციხეში მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოს სკამზე ასული სვამდა. ბათიაშვილის შესახებ იგივე განაცხადა გუშინ დაკითხულმა მოწმემ – მიხეილ ბიბილურიძემ, რომელიც გირგვლიანის საქმეზეა გასამართლებული და სასჯელს #10 დაწესებულებაში იხდიდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია