დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრობაციონერებმა შიდსთან ბრძოლის დღე აღნიშნეს
ავტორი:
2013/დეკემბერი/01 13:30:02
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ და USAID-ის დაფინანსებით მიმდინარე, "საქართველოში აივ პრევენციის პროექტმა" , კინოთეატრ "რუსთაველში" პრობაციონერთათვის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი თამარ სირბილაძე და თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 40 პირობით მსჯავრდებული მონაწილეობდნენ.
პრობაციონერებმა მოისმინეს ლექცია შიდსის პრევენციასთან დაკავშირებით და მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
გარდა ამისა, ისინი, ამავე თემაზე, აივ პრევენციის პროექტის მიერ 2013 წელს შექმნილი, სტუდია "მასტერ მედიას" გადაღებული, მოკლემეტრაჟიანი საგანმანათლებლო ფილმის "განახლებული მატჩის" პრემიერას დაესწრნენ.
ფილმი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას აივ ინფექციის შესახებ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას და აივ ინფექციასთან ასოცირებული სტიგმის მასშტაბების შემცირებას ახალგაზრდებში.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სისტემატურად ეწყობა შიდსისა და სხვა გადამდები დაავადებების პრევენციისკენ, აგრეთვე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციაში ეხმარება.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" მიზანია მაღალი რისკის ჯგუფებში აივ პრევენციის ღონისძიებების განხორციელება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობაში ინფექციის გავრცელება. პროექტი დაიწყო 2010 წლის 4 თებერვალს და დასრულდება 2014 წლის აგვისტოში. პროექტი ხორციელდება სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტის (RTI International) მიერ სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1346
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია