დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებზე რეაგირებისთვის დროებითი სამთავრობო კომისია შეიქმნა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/02 20:00:03
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროებებზე დროებითი სამთავრობო კომისია იმუშავებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, კომისიის შექმნა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გადაწყდა. კომისიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი უხელმძღვანელებენ და მის მუშაობაში სხვა უწყებებიც იქნებიან ჩართული.
"მთავრობის სხდომაზე გადაწყდა კომისიის შექმნა, რომელიც გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებს შეისწავლის და შესაბამისი რეაგირების გზებზე იმუშავებს. საჭიროებების კვლევის ერთი ეტაპი მთავრობის 30 მაისის გადაწყვეტილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა და გარკვეული მონაცემები უკვე გვაქვს. სწორედ ამ მონაცემების ანალიზმა დაგვანახა, რომ საჭიროა სპეციალური დროებითი კომისიის საქმიანობა. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არაერთხელ იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი ბოლო ორი თვის განმავლობაში ხუთჯერ იმყოფებოდა ამ სოფლებში, ხვდებოდა მოსახლეობას და, შესაბამისად, ჩვენ ვიცით, ამ სოფლებში რა მდგომარეობაა. კომისიის ამოცანაა, შესაბამისი კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება უზრუნველყოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.
"წესრიგდება წყალმომარაგების საკითხები, რეაბილიტაცია უტარდება შიდა სასოფლო გზებს, თუმცა, ამის მიუხედავად, იქ მცხოვრებ მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს. ჩვენი უმთავრესი ამოცანა ამ პრობლემების გადაჭრა და მოსახლეობისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნაა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს კოლეგებს სისტემატური კომუნიკაცია გვაქვს კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებთან და გვაქვს ინფორმაცია მათ საჭიროებებთან დაკავშირებით, შევქმენით დროებითი სამთავრობო კომისია, რომ ამ საკითხების მოგვარებაზე კოორდინირებულად იმუშაოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომისიის პირველი სხდომა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია