დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საკრებულოს წევრები პრემიების ოდენობას ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას უკავშირებენ
ავტორი:
2014/ივნისი/19 22:00:03
თბილისის საკრებულოს წევრები გაცემული პრემიების ოდენობას ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას და ქველმოქმედებას უკავშირებენ.
თბილისის საკრებულოში ბოლო დღეებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებით კომენტარები დღეს საღამოს ჟურნალისტებისთვის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა გიორგი ტყემალაძემ, დავით ჯინჭარაძემ და ზაზა გაბუნიამ გააკეთეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრები ადასტურებენ, რომ პრემიების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად არ ყოფილა მიღებული.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ტყემალაძის განმარტებით, ორი დღის წინ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება პრემიის გაცემის შესახებ, რომლის დროსაც საკრებულოს ბიუროს წევრებისა და თანამშრომლების მიერ გაწეული ზეგანაკვეთური სამუშაოს ოდენობა იყო მხედველობაში მიღებული. კერძოდ ის, რომ ბიუროს წევრებს ხშირად 12-14 საათით უწევთ საკრებულოში მუშაობა.
ამასთან, დავით ჯინჭარაძის თქმით, აღნიშნული პრემიების გაცემის წინააღმდეგი იყო ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი, თუმცა, საბოლოოდ მან, როგორც ერთმა დეპუტატმა, მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ეს მოხდა იმასთან დაკავშირებით, რომ პრემიები და გარკვეული თანხა ნებაყოფლობით გადაირიცხება ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში.
დავით ჯინჭარაძემ ასევე განმარტა, რომ ის ნაწყენია მისი კოლეგის მიერ გაკეთებული განცხადების გამო პრემიებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სწორედ ერთი თვის წინ, როდესაც ეს პიროვნება თანამდებობის პირი იყო, საკრებულოში ჩვეულებრივ იღებდა პრემიებს და ხელფასს და ამას არ აპროტესტებდა.
ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ ბოლო 5 თვეა საკრებულოში თანამდებობის პირები და აპარატის წევრები თანხებს რიცხავენ საკუთარი ხელფასიდან ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად.
"თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გაეფართოვებინა ეს სივრცე და ამ თვეში ჩაერიცხება არა ნაწილი ხელფასიდან, არამედ მთელი ხელფასი. საბოლოო ჯამში 5 000 ლარი", - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რეაბილიტაცია და მკურნალობა სჭირდებათ. თბილისის საკრებულოში საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებმა ვერ დაასახელეს თანხა, თუ რა რაოდენობის შემოწირულობა გადაირიცხა 5 თვის განმავლობაში ლეიკემიისა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა ბერი ანდრიას დახმარების ფონდში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია