დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი - ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამერიკულ ხომალდს მაღალი რანგის სტუმრები ეწვივნენ
ავტორი:
2014/აგვისტო/18 23:00:02
ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ ხომალდს სტუმრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, საქართველოს სამხედროების წარმომადგენლები, პარლამენტისა და ოპოზიციის წევრები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ბათუმის ნავსადგურში მყოფ ფრეგატ "ველა გალფიზე" გამართული მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, ამერიკული ხომალდის საქართველოში ყოფნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობას.
"აღვნიშნავ, რომ ჩემთვის დიდი პატივია კაპიტან ქიდსთან ერთად ვიმყოფებოდე აქ, როდესაც საქართველოს სტუმრობს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ხომალდი "ველა გალფი". ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ ხომალდს სტუმრობდა პრემიერ მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, საქართველოს სამხედროების წარმომადგენლები, პარლამენტისა და ოპოზიციის წევრები. ხომალდის საქართველოში ყოფნა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის პარტნიორობას და იმ ერთგულებას, როემლსაც ამერიკა და საქართველო იჩენს შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლებასა და უსაფრთხოების მიმართ, რისკენაც აშშ და საქართველო ერთობლივად მიისწრაფვიან", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
"ველა გალფი" ბათუმის ნავსადგურში დღეს შემოვიდა. ფრეგატზე ხვალ საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის წვრთნები გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია