დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერგი კაპანაძე - მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე გასცეს რეკომენდაციები და დასკვნები
ავტორი:
2018/ივლისი/02 12:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kapanadze2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501344-sergi-kapanadze-mozardebis-mkvlelobis-saqmeze-sheqmnili-sagamodziebo-komisia-uflebamosilia-mushaobis-nebismier-etapze-gasces-rekomendaciebi-da-daskvnebi.html", "headline": " სერგი კაპანაძე - მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია უფლებამოსილია მუშაობის ...", "datePublished": "2018-07-02 07:52:39", "dateModified": "2018-07-02 07:52:39", "description": "საგამოძიებო კომისიის დებულებიდან გამომდინარე, იმ რეკომენდაციის გაცემა, რომელიც ჩემს მიერ არის შეთავა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kapanadze2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საგამოძიებო კომისიის დებულებიდან გამომდინარე, იმ რეკომენდაციის გაცემა, რომელიც ჩემს მიერ არის შეთავაზებული, კომისიას ნამდვილად შეუძლია, - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ბრალდებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ კომისიის მიერ რეკომენდაციების გაცემა ჯერ ნაადრევია.

"დღეს ჩვენ კომისიაზე განვიხილავთ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შეთავაზებული კომისიისთვის, ასევე გვექნება ზვიად კუპრავას და შემდეგ შს სამინისტროს წარმომადგენლების მოსმენა. ეს რეკომენდაციები გამომდინარეობს პარლამენტის რეგლამენტიდან და კომისიის დებულებიდან, შესაბამისად, სრულ თანხვედრაშია დებულებაში არსებულ მუხლებთან და ეს არის ცალსახა. შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს რომელიღაც მუხლზე კონკრეტული ინტერპრეტაცია, მაგრამ ფაქტია და დებულებიდან გამომდინარე იმ რეკომენდაციის გაცემა, რომელიც ჩემს მიერ არის შეთავაზებული, კომისიას ნამდვილად შეუძლია. არ არის აუცილებელი, რომ რეკომენდაციები აუცილებლად გაიცემოდეს მხოლოდ და მხოლოდ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ. სამი თვის თავზე ჩვენ გვექნება საბოლოო დასკვნა, რომელშიც ასევე იქნება რეკომენდაციები. კომისია უფლებამოსილია თავისი მუშაობის ნებისმიერ ეტაპზე გასცეს, როგორც რეკომენდაციები, ისე გარკვეული დასკვნები, ესეც პარლამენტის რეგლამენტიდან და ამ კომისიის დებულებიდან გამომდინარეობს. ეს რეკომენდაციები გამომდინარეობს საქმის იმ მასალებიდან, რომელიც გადმოგვეცა სამუშაოს დასაწყისში, ამიტომ რამდენიმე კვირის თავზე რეკომენდაციის გაცემა არამც და არამც არ არის ნაადრევი. რაც შეეხება ზვიად კუპრავას მოსვლას, ეს არის ტექნიკური საკითხი, თუ როდის მოვა ის. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ წინა სხდომაზე და კომისიის არც ერთი წევრი არ ყოფილა წინააღმდეგი", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

თემა: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობა ეკა ბესელია - პარლამენტის საგამოძიებო კომისიას პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის მანდატი არ გააჩნია
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია