დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი მეზურნიშვილი - საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებას
ავტორი:
2017/ნოემბერი/29 13:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/mezurnishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465675-irakli-mezurnishvili-saqarthveloshi-iqmneba-israelis-teqnologiuri-habi-rac-miznad-isakhavs-athasobith-beneficiaris-dafinansebas.html", "headline": "ირაკლი მეზურნიშვილი - საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს ათასობით ბ...", "datePublished": "2017-11-29 09:41:45", "dateModified": "2017-11-29 09:41:45", "description": "საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/mezurnishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებას, გადამზადებას და შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი მეზურნიშვილმა აღნიშნა, პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება და ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით, ძალიან სწრაფად მიიღწევა შედეგი, რაც მაღალანაზღაურებიანი სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.

”ინოვაციური ტექნოლოგიების კუთხით ჩვენ გვაქვს სიახლე. სულ რამდენიმე დღეში გაიმართება პრეზენტაცია ახალი პროექტის. საქართველოში იქმნება ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბი, რაც მიზნად ისახავს ასობით და ათასობით ბენეფიციარის დაფინანსებას, გადამზადებას და შემდეგ სამუშაო ადგილების შექმნას.

ამ პროექტის ინიციატორი გახლავართ მე და ასევე ჩემი კოლეგა ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრაელში, გარდა ამისა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ეს პროექტი ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება გადამზადების კუთხით. დღეს მთავარი გამოწვევა არის ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის მეშვეობით ჩვენ ძალიან სწრაფად დავდებთ შედეგს და ძალიან ბევრ მაღალანაზღაურებიან სამუშაო ადგილს შევქმნით,” - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 617
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია