დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიჩარდ ნორლანდი და დავით უსუფაშვილი "ამერიკის გაცვლითი პროგრამის" მონაწილეებს შეხვდნენ
ავტორი:
2013/ნოემბერი/02 19:00:02
აშშ-ის ელჩი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე "ამერიკის გაცვლითი პროგრამის" მონაწილეებს შეხვდნენ. FLEX-ის მონაწილეები "თბილისის მარიოტში" პროგრამის 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ.
როგორც რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობაში.
`ამ პროგრამების მეშვეობით საქართველოს ათასობით მოქალაქეს მიეცა საშუალება, ემოგზაურა აშშ-ში, გაეღრმავებინა და მიეღო ცოდნა. ამავდროულად, ამერიკელებსაც აქვთ შეასძლებლობა, ესტუმრონ საქართველოს და ეს ამდიდრებს ურთიერთგაგებას ორ ხალხს შორის. საქართველოს მაღალი რანგის ლიდერები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და დასახელებული პრემიერი იყვნენ გაცვლითი პროგრამის მონაწილეები საფრანგეთში. გაცვლითი პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყველა ამ ქვეყნის ურთიერთობაში საქართველოსთან", - განაცხადა ნორლანდმა.
გაცვლითი პროგრამების იუბილეს საქართველოს თავისუფლების იუბილეს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, დაახლოებით 20 წელია, საქართველოში თავისუფლების სიომ დაბერა.
`ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საწყის ეტაპზევე ჩვენს გვერდით აღმოჩნდა თავისუფალი მსოფლიო, აშშ, ევროპის ქვეყნები და მათ ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, რათა ახალგაზრდა სახელმწიფოები, რომლებმაც თავი დააღწიეს კომუნიზმს, მომზადებულნი შეხვედროდნენ იმ გამოცდებს, რომელსაც ცხოვრება გვიქადდა. მოხარული ვარ, რომ მე პირადად მივიღე ეს შესაძლებლობა. ჩემთან ერთად ათასობით ქართველმა შეძლო პროფესიული ცოდნის გაღრმავება უცხოეთში. აშშ, როგორც ყველაზე დიდი და ძლიერი სახელმწიფო, ამ სფეროშიც ყველაზე დიდ და მასშტაბურ პროექტებს ახორციელებდა. გულწრფელად ვულოცავ ყველას, ვინც ამ პროგრამით უკვე ისარგებლა და სასიამოვნოა, რომ ეს პროექტი გრძელდბა, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში გაჩნდა არანაკლებ სერიოზული და კვალიფიციური უმღლესი სასწავლებლები", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1054
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია