დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია "სითი პარკის" მენეჯერს - სოციალური პასუხისმგებლობა არ იცით, ინვესტიცია არ იცით
ავტორი:
2014/აგვისტო/22 16:30:02
თქვენ არცხვენთ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენთ სქართველოში, - ასე მიმართა თბილისის მერმა, დავით ნარნმანიამ კომპანია "სითი პარკის" გენერალურ მენეჯერ ბენი ლაჰავს მერიაში მიმდინარე შეხვედრაზე.
აღნიშნულ რეპლიკამდე ნარმანიამ "სითი პარკის" გენერალურ მენეჯერს წლიურ ფინანსურ ანგარიშთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენა სთხოვა, რაზეც ლაჰავიმ აღნიშნა, რომ კომპანია მერიას შემოსავლების შესახებ ყოველ 6 თვეში აწვდის ინფორმაციას.
"მე მივწერ თქვენს ხელმძღვანელს თქვენს ქვეყანაში და ავუხსნი, როგორი უნდა იყოს ასეთი კომპანიის ხელმძღვანელი, რომ მას უნდა ესმოდეს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. სამწუხაროა, თუ თქვენ არ გესმით სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა. თქვენ არცხვენთ იმ კომპანიას, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში წარმოადგენთ", - მიმართა ნარმანიამ "სითი პარკის" გენერალურ მენეჯერს.
ამასთან, თბილისის მერი იმითაც დაინტერესდა, თუ რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელა კომპანიამ საქართველოში, რაც კომპანიის ხელმძღვანელმა "კომერციული საიდუმლოების" მიზეზით უპასოხოდ დატოვა.
"სოციალური პასუხისმგებლობა არ იცით, ინვესტიცია არ იცით, ლექციები წაგიკითხოთ, თუ ეს რა არის?", - აღნიშნა ნარმანიამ კომპანიის ხელმძღვანელობის მისამართით.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია