დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - არა მგონია, სააკაშვილი ვილნიუსის სამიტზე სტუმრის სტატუსით მიიწვიონ
ავტორი:
2013/ნოემბერი/06 10:30:03
არა მგონია,  მიხეილ სააკაშვილი ვილნიუსის სამიტზე სტუმრის სტატუსით მიიწვიონ, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სამიტის ფორმატი შეზღუდულია. პეტრიაშვილის განმარტებით, ვილნიუსში გაემგზავრება ახლად არჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ორი მინისტრი და ხუთკაციანი დელეგაცია.
"ორი მინისტრიდან ერთ-ერთი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იქნება, მეორე მინისტრის ვინაობა ამ დღეებში გადაწყდება. იქნება კიდევ 5 პირი, რომელიც მხოლოდ სამუშაო ფორმატში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ვილნისუს სამიტზე პარაფირების საკითხი გადაწყვეტილია და ქართული მხარე უკვე მუშაობს ევროპელ პარტნიორებთან, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერაც დაჩქარდეს.
"მიგვაჩნია, რომ პარაფირების პროცესს ვერაფერი შეუშლის ხელს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია