დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"რესპუბლიკელების" ყრილობას ბიძინა ივანიშვილი ესწრება
ავტორი:
2013/ნოემბერი/03 12:30:03
"ექსპოჯორჯიაში" "რესპუბლიკური პარტიის" რიგით მეთხუთმეტე ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობას "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებისა და პარტიის წარმომადგენლების გარდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების წარმომადგენლები ესწრებიან. მათ შორის არიან "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები, ირაკლი ალასანია და ირაკლი ჩიქოვანი, ასევე "კონსერვატორებიდან" ზვიად ძიძიგური.
როგორც ყრილობის დაწყების წინ "რესპუბლიკური პარტიის" ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, "რესპუბლიკური პარტიისათვის" აქამდე ჩატარებული ყველა ყრილობა მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დღევანდელი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან დღეს ეს პარტია არის ხელისუფლებაში და ინაწილებს პასუხისმგებლობას, რაც ხელისუფლებაში ყოფნას უკავშირდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1122
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია