დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძე - ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის ძიება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს
ავტორი:
2014/აგვისტო/06 12:00:02
პარლამენტის ვიცე სპიკერის, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმის ძიება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს და ამ თემის გარშემო საუბარი შეწყდეს.
აბაშიძე დარწმუნებულია, რომ რაფალიანცის საქმეს წერტილი მალე დაესმება.
"არ ვიცი, აღნიშნული საქმე გამოძიების მხრივ რა ეტაპზეა, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, რათა ამ თემის გარშემო არ იყოს ლაპარაკი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ამავდროულად, პრინციპული და მნიშვნელოვანია, რომ თავად ოჯახის წევრები ითხოვენ გამოძიების დასრულებას. ვფიქრობ, საგამოძიებო ორგანოები დღეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ – ცხელი ზაფხულის პირობებში, არამხოლოდ კლიმატური, არამედ პოლიტიკური თავლსაზრისითაც, ვხედავთ, რა ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნულ საქმესაც მალე დაესმება წერტილი", - განუცხადა ჟურნალისტებს ზურაბ აბაშიძემ.
ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა გამოძიების დროულად დასრულების მოთხოვნით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს, რის შემდეგაც მათ უკვე კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია