დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება - მისი ბიოგრაფია 
ავტორი:
2013/ნოემბერი/02 16:01:17
დაბადების თარიღი და ადგილი: 28 ივნისი 1982 წ. ქ. თბილისი.

განათლება:
2005 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,საერთაშორისო ურთიერთობები, მაგისტრატურა;
2002-2004 წწ. - სორბონის უნივერსიტეტი Paris-I, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტი, სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები. (პარიზი, საფრანგეთი);
1999-2004 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები;

პროფესიული გამოცდილება:
2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
2012 წლის თებერვალი-ოქტომბერი - პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი;
2012 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი;
2009-2012 წწ. - შპს "ქართული ოცნების" დირექტორი;
2007-2012 წწ. - სს "ბანკი ქართუ"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
2006 წ. - საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
2005-2012 წწ. - საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ"-ს გამგეობის თავმჯდომარე. გენერალური დირექტორი;
2005-2008 წწ. - სააქციო საზოგადოება "ქართუ ჯგუფის" პრეზიდენტის თანაშემწე;
2005 წლის მაისი-ოქტომბერი - შ.პ.ს. "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2004-2005 წწ. - შპს "ბურჯი"-ს (ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერი;
2001-2002 წწ. - საქართველოს პარლამენტი, სტაჟიორი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, ფრანგული, რუსული.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია