დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკრებულოსთან განვითარებული მოვლენები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მწვავე კამათის საგნად იქცა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/10 18:00:02
../photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456841-sakrebulosthan-ganvitharebuli-movlenebi-parlamentis-biuros-skhdomaze-mtsvave-kamathis-sagnad-iqca.html", "headline": "საკრებულოსთან განვითარებული მოვლენები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მწვავე კამათის საგნად იქცა", "datePublished": "2017-10-10 14:07:14", "dateModified": "2017-10-10 14:07:14", "description": "თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მწვავე დისკუსიის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1SEQT-2014/parlamenti-usufashvili-15.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის საკრებულოს შენობასთან განვითარებული მოვლენები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მწვავე დისკუსიისა და კამათის თემად იქცა. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ელენე ხოშტარიამ და გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართეს განემარტა, როგორია მისი გამოკიდებულება, როცა პარლამენტის წევრს არ უშვებენ საკრებულოს შენობაში, რითაც ირღვევა კანონი.

ამ კონტექსტში ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებმა საკრებულოს ტერიტორია „ხელის გადახგრეხვით“ დაატოვებინეს. მისივე თქმით, დეპუტატების მიზანი პოლიციასთან ძიძგილაობა და დაპირისპირება არ იყო.

გიგა ბოკერიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ პოლიციის თანამშრომლებს მიუთითეს, რომ კანონით ჰქონდათ საკრებულოში შესვლის უფლება, თუმცა სამართალდამცავების მხრიდან იყო პასუხი, რომ მათ კანონი არ აინტერესებდათ, რადგან დავალება ჰქონდათ მიღებული, რომ დეპუტატები საკრებულოში არ შეეშვათ.

დისკუსიაში უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ჩაერთო, რომელმაც ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ მათი მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლა იყო, რაც წინასწარ ჰქონდათ დაანონსებული. თალაკვაძემ ისიც განაცხადა, რომ პოლიციამ იმოქმედა ზომიერად და კანონის დაცვით.
„როცა ერთ კანონზე საუბრობთ, სხვა კანონებზეც ისაუბრეთ, სადაც წერია, რომ საკრებულოს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება. თქვენი მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლა იყო, რაც წინასწარ გქონდათ დაანონსებული“, – განაცხადა თალაკვაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ობსტრუქცია საკრებულოს წინა სხდომაზეც მოაწყო.

თალაკვაძის აღნიშნული განცხადება ბიურიოს სხდომაზე კამათის თემად იქცა. ამ თემაზე დებატები ბიუროზე ამ წუთებშიც გრძელდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 573
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია