დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი იწყება
ავტორი:
2017/ოქტომბერი/11 10:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/sagareo_29914.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456923-saqarthvelo-evrokavshirs-shoris-usafrthkhoebis-sakithkhebze-maghali-donis-strategiuli-dialogi-itsyeba.html", "headline": "საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი იწყება", "datePublished": "2017-10-11 06:00:58", "dateModified": "2017-10-11 06:00:58", "description": "საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი იწყება. ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/sagareo_29914.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო-ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი იწყება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დღეს, პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართება.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რის შემდეგაც სამუშაო სხდომას ევროკავშირის მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი, ხოლო ქართული მხრიდან შეხვედრას გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი.
უსაფრთხოების საკითხზე მაღალი დონის დიალოგში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები.
”ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის იმ ინსტიტუტებთან დაახლოება, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება უსაფრთხოების თემებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა; ჰიბრიდული საფრთხეები; კიბერ-უსაფრთხოება; კრიზისული სიტუაციების მართვა; სტრატეგიულ კომუნიკაცია; გამოცდილების გაზიარება ისეთ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიცაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, და ა.შ.”, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია