დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მართლმსაჯულების რეფორმამ ხელი შეუწყო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას
ავტორი:
2014/ოქტომბერი/27 13:00:02
მართლმსაჯულების რეფორმამ ხელი შეუწყო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "რედისონში" განაცხადა , სადაც მან საზოგადოებას 2-წლიანი საქმიანობის ანგარიში გააცნო.
"ჩვენ მოვახდინეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული დეპოლიტიზაცია. იგი გახდა უფრო დემოკრატიული, გამჭვირვალე და გაიზარდა მოსამართლეთა ჩართულობა საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის პროცესში. პოლიტიკოსების ნაცვლად საბჭოს არასამოსამართლე წევრებად სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები აირჩევიან. განხორციელებულმა მართლმსაჯულების რეფორმამ, ხელისუფლების გაცხადებულ პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ხელი შეუწყო სასამართლოს დამოუკიდებლობას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რეგიონებში უკვე გაიხსნა 12 და წლის ბოლომდე გაიხსნება 5 ახალი საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 100 ათას მოქალაქეს მოემსახურება და სოფლიდან გაუსვლელად 200-ზე მეტი სერვისის მიღება იქნება შესაძლებალი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია