დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი რჩება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/05 17:00:03
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა ოჩიაურმა განუცხადა , გადაწყვეტილია, რომ პარტიას კვლავ მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს. მისივე თქმით, არ შეიცვლება პარტიის გენერალური მდივანი და ამ პარტიულ თანამდებობაზე ისევ ვანო მერაბიშვილი იქნება წარდგენილი.
როგორც ოჩიაურმა აღნიშნა, ფართოვდება როგორც სტრუქტურულად, ასევე უფლებამოსილებების მხრივ პოლიტსაბჭო და მას დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, იცვლება პარტიის მართვის სტრუქტურა. ოჩიაურის ცნობით, ერთ-ერთი სიახლე არის ის, რომ მაგალითად, რეგიონებში პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს გენერალური მდივანი არ დანიშნავს და მათ ადგილებზე აირჩევენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა 17:00 საათზე სპორტის სასახლეში დაიწყება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1300
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია