დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კუკავას ინიციატივით, თექის მრეწველები მუნიციპალურ სესხს მიიღებენ
ავტორი:
2014/ივნისი/09 19:30:02
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ინფორმაციით, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კუკავას ინიციატივით, თექის მრეწველები მუნიციპალურ სესხს მიიღებენ.
როგორც აღნიშნული საარჩევნო ბლოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კახა კუკავას და მამუკა კაციტაძის ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის 2014 წლის თბილისის ბიუჯეტში თანხები გამოიყო. პროგრამა გულისხმობს, რომ პირები, რომლებსაც არ აქვთ სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისთვის საჭირო თანხა (ე.წ. "სტარტაფი"), მერიის ბიუჯეტიდან უზრუნველყოფის გარეშე მუნიციპალურ სესხებს საგარანტიოდ მიიღებენ.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ლიდერების ბრძოლამ შედეგი უკვე გამოიღო: თექის მრეწველობის დაწყების მსურველთა ჯგუფს თბილისის ბიუჯეტი მუნიციპალური სესხით დააფინანსებს. სამწუხაროდ, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს პირობებში, 2014 წლისთვის "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" მხოლოდ 10 მლნ ლარის მოძიება მოახერხა დედაქალაქის ბიუჯეტში მუნიციპალური სესხების პროგრამისთვის, რაც საკმარისი არ არის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მცირე და საშუალო მეწარმეობის "გასაცოცხლებლად", თუმცა ბლოკის პროგრამის მიხედვით, არჩევნებში წარმატების შემთხვევაში აღნიშნული პროგრამის სრულმასშტაბიანი დაფინანსება "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება", - ნათქვამია საარჩევნო ბლოკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" თექის მრეწველობის ახლად წამოწყებულ ბიზნესს წარმატებას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ, მათი ხელშეწყობა გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, რაც საბოლოოდ თბილისში არსებულ უმძიმეს სოციალურ ფონს უკეთესობისკენ შეცვლის.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია