დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლერი ხაბელოვი - საორგანიზაციო კომიტეტი იძლევა გარანტიას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოლიმპიადაში ცალკე ქვეყნებად არ მიიღებენ მონაწილეობას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/21 20:00:03
სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი იძლევა გარანტიას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნებად ვერ მიიღებენ მონაწილეობას , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატისა და სპორტსმენების შეხვედრის შემდეგ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა განუცხადა.
მისი თქმით, სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა აღნიშნულთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს წერილი მიწერა.
"მივიღეთ წერილი საორგანიზაციო კომიტეტიდან. ამ წერილში არის ნახსენები, რომ სოჭის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი აღიარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიის მოთხოვნებს, რომ ცალკე აფხაზეთი და ცალკე ოსეთი მონაწილეობას ვერ მიიღებენ მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში", - განაცხადა ხაბელოვმა და საორგანიზაციო კომიტეტის ეს ნაბიჯი დადებითად შეაფასა.
მისივე თქმით, საორგანიზაციო კომიტეტი ძირითადად რუსული მხარის მიერ არის დაკომპლექტებული, თუმცა მასში არიან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებიც.
აღნიშნული წერილის და სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ ისაუბრა "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმაც. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თანხვედრაშია იმ ტენდენციებთან, რომელიც აქვს საქართველოს.
"ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იყო და არის თანხვედრაში იმ ძირითად ტენდენციებთან მიმართებაში, რომელიც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენ გვინდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ტემპერატურის დაწევა და შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ასეთი იმპულსები გავუშვათ. იმედი გვაქვს, ეს პროცესი იქნება ადეკვატურად აღქმული მთელი მსოფლიოს მიერ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ და იქნება რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული ნაბიჯები გადადგმული. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი ძალიან მშვიდობიანად ჩაივლის", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია