დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მერი გიგი უგულავა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს
ავტორი:
2014/თებერვალი/28 23:00:05
თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს.
ამის შესახებ უგულავამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. უგულავამ ისაუბრა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომლის თანახმადაც ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსით დანიშნული ყველა თანამშრომელი, არჩევნების შემდეგ მოვალეობის შემსრულებლად გამოცხადდება. უგულავამ ეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების გათავისუფლებად შეაფასა, რათა შემდეგ ახალი კადრები ნეპოტიზმის ნიშნით დაინიშნონ.
"ღარიბაშვილმა და ბატონმა კალაძემ აღიარეს, რომ საკუთარი პოლიტიკური აქტივისტებისთვის უნდათ ეს ადგილები. ცენტრალური მთავრობის ყველა შტო გავსებულია ნათესაური ნიშნით. რეკორდსმენი მაინც ღარიბაშვილია, შემდეგ ამ თვალსაზრისით მეორე საპრიზო ადგილს კალაძე იკავებს. ამ კანონის ეს მუხლი რომ ველურობაა, იმითაც დასტურდება, რომ მხოლოდ ერთხელ, 2014 წლის არჩევნებისთვის კეთდება. ვამზადებთ საკონსტიტუციო სარჩელს ამასთან დაკავშირებით და აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ამ მუხლის ანულირება მოხდეს", - განაცხადა უგულავამ.
აღნიშნული ნორმის გასაჩივრებას საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო სექტორიც გეგმავს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია