დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დიმიტრი ლორთქიფანიძე თბილისელებს "კორუმპირებული სისტემის" დანერგვას პჰირდება
ავტორი:
2014/აპრილი/24 22:30:02
საარჩევნო ბლოკ "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" თბილისის მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე არჩევის შემთხვევაში დედაქალაქელებს "კორუმპირებული სისტემის" დანერგვას და ბიუჯეტიდან თითოეული თეთრის მიზნობრივად გახარჯვას პჰირდება.
"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა წარვსდგე თანამოქალაქეების წინაშე მერობის კანდიდატის ამპლუაში. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, გავამართლო თქვენი ნდობა იმ შემთხვევაში, თუ არჩეული ვიქნები ამ მნიშვნელოვან პოსტზე. მე თქვენ გპირდებით, რომ ამ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში ვიქნები გარანტი იმისა, რომ დავანგრევ კორუმპირებულ სისტემას და თითოეულ თეთრს ჩვენი ბიუჯეტიდან მოგიძღვნით თქვენ. ძალიან ხშირად მეკითხებიან, რა არის თქვენი პრიორიტეტი? – პრიორიტეტი არის ადამიანი – ჩემთვის ძალიან კარგადაა ცნობილი რა გტკივათ თქვენ – ოჯახებს", - მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამომრჩევლებს ძველ თბილისში, სადაც საარჩევნო ბლოკმა "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია" ის თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა.
მისივე თქმით, თბილისელობას და თბილისის მერობას განსაკუთრებული სულისკვეთება სჭირდება. "თბილისის მერობა გარკვეულ სულისკვეთებას უნდა მოიცავდეს იმ ადამიანში, ვინც ხალხის რჩეული გახდება. თბილისელობა ესაა, პირველ რიგში, სულის თვისება და შემდგომ გეოგრაფიული თავისებურება. ესაა სულის ის თვისება, რომელმაც შენ, მერს უნდა მოგცეს უფლება ან სინდისის დონეზე აგიკრძალოს გაღმა ნაპირზე დაქცეული დოქები დადგა თუ უარი თქვა, პატრიარქის სასთუმალთან შანგრილა აღმოაცენო, თუ უარი თქვა, 100 ათასი მოწამის დაცემის ადგილზე ბუდაბარი წამოასკუპო და ამაში გასამრჯელო მიიღო, თუ უარი თქვა - ძალიან ბევრი სიმბოლო, მათ შორის უძრაობის სიმბოლო - ორსაჭიანი ველოსიპედის სახით, ეს შემთხვევითი არ არის", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ სიტყვით გამოსვლისას.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია