დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შეიარაღებული პირების თავდასხმის გამო, სოფელ დოშაყეში არჩევნები ჩაიშალა
ავტორი:
2014/ივნისი/15 09:30:03
მარტვილის N16 უბნის ბიულეტენები ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ეკა აზარაშვილის თქმით, აღნიშნული უბანი სოფელ დოშაყეში მდებარეობს და ნიღბიანმა პირებმა ბიულეტენები გაიტაცეს. როგორ და რა ვადებში ჩატარდება ხელახალი არჩევნები ამ უბანზე, ეკა აზარაშვილის თქმით, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გარდა ამისა, როგორც ეკა აზარაშვილმა განაცხადა, ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის ყველა დანარჩენი უბანი გახსნილია და დაწყებულია კენჭისყრის პროცესი.
ეკა აზარაშვილის თქმით, დღის განმავლობაში, ყოველ ორ საათში ერთხელ გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგი კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო ამომრჩევლთა აქტივობის შესახებ პირველი მონაცემები 12:30 საათზე გახდება ცნობილი.
გარდა ამისა, ეკა აზარაშვილის თქმით 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრალური კომისიის მედიაცენტრი და ცხელი ხაზი: 2 51 00 51, ონლიანჩატი და ონლაინოპერატორი, სადაც შესაძლებელია არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაციის მიწოდება.
"მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო არჩევნებში ჩართულ მხარეებს, რომ დღეს, საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. კენჭისყრის დღეს ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასდიანი და უფასო რეკლამის განთავსება, ტელევიზიის და რადიოს ეთერში. ასევე კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება", - განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია