დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი გაბაშვილი - ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების მცდელობაა
ავტორი:
2014/მარტი/22 15:30:05
არ არსებობს არანაირი პროკურატურა, არსებობს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მისი დავალებების მონური შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის დაბარების საკითხის შეფასებისას განუცხადა.
გაბაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების და ინიცირების მცდელობა და ეს არის მცდელობა პუტინის სურვილების ბრმად შესრულების.
"ორი დღე გახდა საკმარისი იმისათვის, რომ კარგად გაგვეგო რა უნდოდა ივანიშვილს და ღარიბაშვილს, რომელსაც როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, ორჯერ გამეორება არ სჭირდება და ჩვეულებრივი შემსრულებელია, რა უნდოდათ Youtube-ზე ფირების ატვირთვით, რა უნდოდათ ექსპერტის დაპატიმრებით, მიხეილ ძაძამიას დაპატიმრებით, რომელსაც ახლა ცდილობენ რაიმე სიგიჟე ათქმევინონ. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომელიც დიდი ხნის წინ არის დეკლარირებული. ეს არის პოლიტიკური ოპონენტის განადგურება. უფრო მეტიც, ეს არის მცდელობა სახელმწიფოში ძალიან დიდი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების და ინიცირების. ეს არის მცდელობა ყველა იმ სურვილის ბრმად შესრულების, რომელიც საქართველოს მიმართ გააჩნია ვლადიმერ პუტინს. ეს არის მცდელობა საფრთხის ქვეშ დაყენების ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ძალიან ნათელი ნიმუში, რომელსაც სამარცხვინო კამპანიის ორი დღის თავზე აეხადა ფარდა. არანაირი სიმართლის ბოლომდე თქმა და გამოძიება არ არსებობს ამ ადამიანების თვალში, არ არსებობს არანაირი პროკურატურა, არსებობს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი და მისი დავალებების მონური შემსრულებელი ღარიბაშვილი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
27 მარტს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია