საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოება ცოტა დავაბნიეთ იმით, რომ საჯარო სივრცეში გადავიდა ჩვენი შიდა ოპერირების და მუშაობის თემებზე საუბარი
ავტორი:
2018/აპრილი/16 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/chugoshvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488299-thamar-chugoshvili-sazogadoeba-cota-davabnieth-imith-rom-sajaro-sivrceshi-gadavida-chveni-shida-operirebis-da-mushaobis-themebze-saubari.html", "headline": "თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოება ცოტა დავაბნიეთ იმით, რომ საჯარო სივრცეში გადავიდა ჩვენი შიდა ოპერირები...", "datePublished": "2018-04-16 13:15:31", "dateModified": "2018-04-16 13:15:31", "description": "უკეთესი იქნებოდა, შიგნით მომხდარიყო ამ ყველაფრის განხილვა - საზოგადოება ცოტა დავაბნიეთ იმით, რომ საჯ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/chugoshvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უკეთესი იქნებოდა, შიგნით მომხდარიყო ამ ყველაფრის განხილვა - საზოგადოება ცოტა დავაბნიეთ იმით, რომ საჯარო სივრცეში გადავიდა ჩვენი შიდა ოპერირების და მუშაობის თემებზე საუბარი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესის შეფასებისას განაცხადა.

ვიცე სპიკერი გამორიცხავს, რომ უმრავლესობის შიგნით სხვადასხვა ჯგუფი არსებობს და აცხადებს, რომ მისი გვარი ირაკლი კობახიძის გუნდის წევრად მხოლოდ იმ კონტექსტში იყო მოხსენიებული, რომ პარლამენტის თავმჯდომარის დასაყრდენები, პირველ რიგში, სპიკერატი, ფრაქციების თვამჯდომარეები და კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.

„ბოლო დღეების განმავლობაში ჩემი გვარი არაერთხელ მოვისმინე ეთერში თუ ამოვიკითხე გაზეთში სრულიად გაუგებარ კონტექსტში. ამიტომ ამაზე გავაკეთებ განმარტებას. ამბობენ, რომ თითქოს მიკუთვნებული ვარ რაღაც ჯგუფებს. ყველა კოლეგას ვცემ დიდ პატივს და მათთან მაქვს კარგი ურთიერთობა და არა მგონია სწორი იყოს მათი მხრიდან რაღაც დაჯგუფებებზე საუბარი. რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა უმრავლესობაში მუშაობის და კომუნიკაციების ფორმების გაუმჯობესება. ვფიქრობ, ყოველთვის არის სივრცე იმისთვის, რომ კომუნიკაცია გაუმჯობესდეს. შეიძლება მეც, ჩემს საქმიანობაში რაღაცეები მუდმივად დავხვეწო და გავაუმჯობესო. ასევე კოლეგებისგან გარკვეული მოსაზრებების მიღება სასარგებლო იქნება საერთო პროცესის გაჯანსაღებისთვის, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრებების მოსმენაც. უკეთესი იქნებოდა, შიგნით მომხდარიყო ამ ყველაფრის განხილვა. საზოგადოება ცოტა დავაბნიეთ იმით, რომ საჯარო სივრცეში გადავიდა ჩვენი შიდა ოპერირების და მუშაობის თემებზე საუბარი. ალბათ, ცოტა დავაბნიეთ საზოგადოება და ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა, თუმცა მგონია, რომ შეიძლება ჯანსაღი პროცესისთვის იქნეს ეს გამოყენებული და თუკი უკეთესად უნდა იმუშაოს უმრავლესობის შიგნით კომუნიკაციის წესებმა, ბუნებრივია, მოვუსმენთ ერთმანეთს და დავხვეწავთ კიდეც“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 75
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2018 საავტორო უფლებები დაცულია