დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა დოლიძე - ერთ თვეში გვქონდა 3 სერიოზული საჯარო უკმაყოფილება სხვადასხვა თემაზე
ავტორი:
2018/ივნისი/07 22:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/dolidzeana-2.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497454-ana-dolidze-erth-thveshi-gvqonda-3-seriozuli-sajaro-ukmayofileba-skhvadaskhva-themaze.html", "headline": "ანა დოლიძე - ერთ თვეში გვქონდა 3 სერიოზული საჯარო უკმაყოფილება სხვადასხვა თემაზე", "datePublished": "2018-06-07 18:13:22", "dateModified": "2018-06-07 18:13:22", "description": "ერთ თვეში გვქონდა 3 სერიოზული საჯარო უკმაყოფილება სხვადასხვა თემაზე. თუ ვინმეს ხელისუფლებაში დარჩენი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/dolidzeana-2.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ერთ თვეში გვქონდა 3 სერიოზული საჯარო უკმაყოფილება სხვადასხვა თემაზე. თუ ვინმეს ხელისუფლებაში დარჩენილი აქვს ინტელექტუალური რესურსი, უკვე უნდა მიდიოდეს ფიქრი სერიოზულ საშინაო დავალებაზე, რომ ეს არ განმეორდეს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე მომხრე ვარ ხელისუფლების კონსტრუქციული, სისტემური არჩევნების მეთოდით გადაცემის. უნდა დამთავრდეს ყველანაირი ვადამდელი ჯაყჯაყი და იმედი მაქვს, ხელისუფლება ამისთვის მოემზადება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მან ისაუბრა სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე მისი კანდიდატურის დასახელებაზე და აღნიშნა, რომ მადლობის მეტი არაფერი ეთქმის ამ ადამიანების მიმართ, თუმცა მთლიანად პროცესისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი.

„მადლობის მეტი რა მეთქმის ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ პოზიციასთან შესაბამისობაში გავახსენდი. ვხედავ ამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობას და გამოწვევას. თვითონ პროცესის მიმართ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი. ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აღვნიშნე, რომ შოთაძის პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს თეა წულუკიანმა. არ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ პასუხისმგებელი იყო შოთაძე და დაგვავიწყდეს პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც სხვა ბევრ სფეროში წარუმატებლობისთვისაც არის პასუხისმგებელი. თეა წულუკიანის მიერ ხორავას ინციდენტის შეფასება არაადეკვატური იყო. ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი მოლოდინი, რომ ფოკუსი მოხდება ახლა და სხვანაირად მიუდგება თავის მოვალეობას. ერთ მთავარ პროკურორს თუ არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერა, რეფორმები ვერ გატარდება, შსს-ს მხარდაჭერის გარეშე ვერ ჩატარდება გამოძიება, რეფორმირებული სასამართლოს გარეშე პანტაპუნტით წააგებს საქმეეებს. ამიტომ აუცილებელია დავინახოთ რეალური განწყობა ხელისუფლებიდან, რომ საჭიროა ძირეული ცვლილება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია