დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ავსტრიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი - ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ჯერ თქვენ უნდა მოახდინოთ
ავტორი:
2014/ივლისი/15 17:00:02
ავსტრია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მიმდინარე წელს მოახდენს, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერმა კარლჰაინს კოფვიმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის მოახდენს ავსტრია ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, ვიცე-სპიკერმა რეპლიკით უპასუხა: ვფიქრობ, ეს ჯერ თქვენ უნდა გააკეთოთ.
"ავსტრია განახორციელებს რატიფიცირებას იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია, როგორც კი დოკუმენტი შევა პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და მიმდინარე წელს მოხდება. ჩვენ შევეცდებით ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც ამ დოკუმენტის რატიფიცირებას მოახდენს, რატომაც არა? ჩვენ მხარს ვუჭერდით ამ პროცესს და არ გვსურს დაყოვნება და მხარდაჭერისაგან თავის შეკავება", - განაცხადა კარლჰაინს კოფვიმ.
საქართველოს პარლამენტი ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 ივლისს მოახდენს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1055
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია