დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ზალკალიანი - ჩვენი პოზიცია იყო, არის და იქნება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/24 16:30:02
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, ჟენევის მოლაპარაკებების არსებული ფორმატით შენარჩუნება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ პირისპირ არ გვიწევს საუბარი ძალიან მწვავე თემებზე, როგორიცაა ძალის არგამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოება, იძულებით გადაადგილებულ პირების დაბრუნება. მათთან ამ წვავე თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის თანდასწრებით საუბარი ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი პოზიცია იყო, არის და იქნება მოლაპარაკებების არსებული ფორმატით შენარჩუნება", - განაცხადა ზალკალიანმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
დეპუტატებთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ იმ სირთულეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბოლო ორ – 28-ე და 29-ე რაუნდებს ახლდა თან.
ზალკალიანის თქმით, ივნისში დაგეგმილი 28-ე რაუნდი რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების ძალისხმევით იმ მიზეზით ჩაიშალა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დევნილ პირებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა არ სურთ, რაც ქართული მხარისთვის მიუღებელია.
"მათ 28-ე რაუნდი იმ არგუმენტით ჩაშალეს, რომ რადგან საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს გაეროს ფორმატში აყენებს, ამ თემაზე ჟენევაში დისკუსია არ გაიმართოს. ეს ჩვენთვის მიუღებელია - თუკი საკითხი ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატიდან ქრება, ბუნებრივია, ჟენევის ფორმატის კონცეფცია მთლიანად იცვლება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ბოლო, 29-ე რაუნდის წინ კი, ზალკალიანის ცნობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის ამოღების მოთხოვნას, აფხაზეთის და ცხინვალის წარმომადგენლების სტატუსთან დაკავშირებული მოთხოვნა დაემატა.
"29-ე რაუნდის მომზადებისას ახალი მოთხოვნები და წინაპირობები დაემატა. კერძოდ, აფხაზეთის და ცხინვალის მხრიდან მათი სტატუსის აწევის და იმ დონეზე გათანაბრების, როგორც ვართ ჩვენ, აშშ-ი, რუსეთის ფედერაცია და მოლაპარაკების სხვა ძირითადი მონაწილეები. ესეც იყო აღქმული როგორც დესტრუქციული ნაბიჯი და მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელი იყო. ამ წინადადებას არ დავთანხმდით. მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები თანათავმჯდომარეებთან. მათ დაარწმუნეს, რომ 29-ე რაუნდზე სტატუსის საკითხი არ წამოწეულყო და მოძებნილიყო კონსესუსი იძულებით გადაადგილებულ პირების საკითხთან დაკავშირებით. 29-ე რაუნდი იმ ფორმატით გაიმართა, როგორც არის დაგეგმილი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დღეს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 984
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია