დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კუჭავა - კახა კალაძის მიერ დაანონსებული სიახლეები პირდაპირ ეხმაურება იმ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რაც დედაქალაქის ეკოლოგიას უკავშირდება
ავტორი:
2018/თებერვალი/08 13:00:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/kuchava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/477209-kakha-kutcava-kakha-kaladzis-mier-daanonsebuli-siakhleebi-pirdapir-ekhmaureba-im-erth-erth-mthavar-problemas-rac-dedaqalaqis-ekologias-ukavshirdeba.html", "headline": "კახა კუჭავა - კახა კალაძის მიერ დაანონსებული სიახლეები პირდაპირ ეხმაურება იმ ერთ-ერთ მთავარ პრობლემა...", "datePublished": "2018-02-08 08:53:32", "dateModified": "2018-02-08 08:53:32", "description": "ეკოლოგიის პრობლემა კომპლექსურია და მის მოგვარებას მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება, - ასე ეხმაურება პარ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/kuchava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეკოლოგიის პრობლემა კომპლექსურია და მის მოგვარებას მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება, - ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მერია ეკოლოგიის მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს.

რიოგორც კუჭავა აცხადებს, კახა კალაძის მიერ დაანონსებული სიახლეები პირდაპირ ეხმაურება იმ ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რაც დედაქალაქის ეკოლოგიას უკავშირდება.

„კალაძემ იმის ინიცირება მოახდინა, რაც ვერ გააკეთა ვერც ერთმა ყოფილმა მერმა. ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ყველა ახალ მშენებარე ობიექტს ვალდებულება ექნება შეათანხმოს პროექტი, პირველ რიგში გამწვანების სამსახურთან და ტრანსპორტის სამსახურთან. ანუ, ყველა ახალი მშენებლობა უზრუნველყოფს უფრო მეტი გამწვანებისა და დამატებითი პარკინგ ადგილების შექმნას თბილისის უბნებში. ამისათვის სავალდებულო ხდება დენდროლოგიური განვითარების მოთხოვნებისა და მშენებარე ობიექტზე არსებული და დამატებით დარგული ხეების მოვლა.

ეკოლოგიურად სუფთა 100 ავტობუსის შემოყვანა ქალაქის ქუჩებში არა მხოლოდ დროული გადაწყვეტილებაა, არამედ მაგალითიც ჩვენი მოსახლეობისათვის, რომ დიზელზე, ბენზინზე და გაზზე მომუშავე ავტომობილები ნელ-ნელა ჩავანაცვლოთ ჰიბრიდული და ელექტრომანქანებით, თუ გვინდა ერთად შევქმნათ სიცოცხლით სავსე ქალაქი, სადაც ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე აღარ ისაუბრებს არავინ“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიები ვალდებული იქნებიან სამშენებლო ობიექტის პროექტთან ერთად რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტიც წარმოადგინონ. ცვლილება კანონქვემდებარე აქტებში შედის და გულისხმობს, რომ ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურები პროცესში მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველივე ეტაპიდან ერთვებიან. გარდა ამისა, მერია წელს ეკოლოგიურად სუფთა 100 ახალი ავტობუსის შესაძენად ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარს გამოყოფს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია