დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსანდრე პეტრიაშვილი - ისტორიული შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე საათი რჩება
ავტორი:
2014/ივნისი/26 10:00:02
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონკრეტულ შედეგებს რამდენიმე წელიწადში მივიღებთ, როდესაც საქართველოს მოდერნიზაცია მოხდება , - ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილმა მთავრობის სხოდმის დაწყების წინ გააკეთა.
მან განცხადების გაკეთება მილოცვით დაიწყო.
"მინდა,  დავიწყო მოლოცვით, რამდენიმე საათი რჩება ისტორიული შეთანხმების ხელმოწერამდე. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და სრულფასოვანი ეკონომიკური ინტეგრაციის განმსაზღვრელი დოკუმენტი. ამის კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ რამდენიმე წელიწადში, როდესაც საქართველოს მოდერნიზაცია მოხდება. საქართველო გამალებული ტემპებით განახორციელებს რეფორმებს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, დოვლათის შექმნას, სამუშაო ადგილების შექმნას. რეალურად ჩვენი ქვეყანა იქნება დემოკრატიული, ევროპული განვითარებული სახელმწიფო", - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია