დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ვახტანგ ხმალაძესა და შალვა შავგულიძეს ხვდება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/28 17:00:04
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის იურდიულ საკითხთა თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძესა და მის მოადგილეს, შალვა შავგულიძეს ხვდება.
ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებისგან ფარულ მოსმენების შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით მათ პოზიციას მოისმენს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ მაშინ დააფიქსირა გიორგი მარგველაშვილმა მზადყოფნა, რომ კანონპროექტის განხილვაში ჩართული ყველა მხარის პოზიციას მოისმენდა, მათ შორის პარლამენტისა და შს სამინისტროს.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ფარული მოსმენების ე.წ. გასაღების შესახებ პროექტის მომზადებამ ექვსი თვით გადაიწია.
შეხვედრა ავლაბრის რეზიდენციაში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია