დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას ხვდება
ავტორი:
2014/იანვარი/19 16:00:03
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს სენატორთა და კონგრესმენთა დელეგაციას ხვდება.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მიმდინარეობს და მას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებიან. მოლაპარაკებებში პრემიერთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იუსტიციის, თავდაცვის მინისტრები და სახელმწიფო მინისტრი ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში.
მხარეები მედიისთვის კომენტარებს შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.
ამერიკელ კონგრესმენთა და სენატორთა დელეგაცია ერთდღიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვია. დელეგაციაში, რომელსაც სენატორი ჯეიმს ინჰოფი ხელმძღვანელობს, შედიან სენატორი ჯონ ბუზმანი და კონგრესმენები - ვერნ ბიუქენენი, ენდერ კრენშო, ენ კირკპატრიკი და სტივ პირსი, ასევე სენატის შესაბამისი კომიტეტების მრჩევლები. დელეგაციის წევრები უკვე შეხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, ასევე სამუშაო სადილი გაიმართა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1144
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია