დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ ჯაფარიძე - ნახევარი საათი გვჩხრეკდნენ, ყველაფერი თავზე დაიმხეს
ავტორი:
2014/ივნისი/19 23:00:02
მილიონი დოლარი რომ მქონოდა როუმინგს ჩავრთავდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძე თბილისის აეროპორტში განუცხადა. ბაქოს აეროპორტის საბაჟო ტერმინალზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი დეპუტატებმა ზურაბ ჯაფარიძემ და ირმა ნადირაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთეს.
"ბაქოში შეხვედრა გვქონდა რამდენიმე ჩვენს კოლეგასთან. შუადღით უნდა გამოვფრენილიყავით, როცა გავიარეთ "ჩექ-ინი" და მივედით საბაჟო კონტროლზე, ერთ-ერთმა მებაჟემ გადაწყვიტა, რომ უნდა შევემოწმებინე. უნდა მოეწყო პირადი ჩხრეკა. როგორც ჩანს სახეზე არ მოვეწონე. ჩაატარეს პირადი ჩხრეკა. გამოგვართვეს პასპორტი, გააჩერეს ირმა და გამოართვეს მასაც პასპორტი. ამის გამო დავაგვიანეთ რეისზე 20 წუთით, რის გამოც მოგვიხადეს ბოდიში, გამოგვაცილეს ზრდილობიანად. შემდეგ ჩვენ წავედით ქალაქში, ყავას ვსვამდით, როცა გავიგეთ, რომ დაკავებულები ვიყავით და თითქოს აღმოგვაჩნდა ელექტროშოკი და ფული. თავიდან ამაზე ბევრი ვიცინეთ და რამოდენიმე მედიასაშუალებისთვის კომენტარებიც გავაკეთეთ. ამის შემდეგ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ მე და გოგა ხაჩიძემ – ვფიქრობდით, რომ ცოტათი გავერთობოდით და თბილისში განვახორციელეთ რამდენიმე ზარი. არაფერ კონკრეტულზე არ გვილაპარაკია, მაგრამ შევქმენით განცდა, თითქოს მართლაც რაღაც გვქონდა. ვფიქრობდით, რომ აქ მოგვიწყობდნენ რაღაც ჩხრეკას და გავერთობოდით და დავადასტურებდით იმას, რომ გვისმენენ. მაგრამ მოხდა გაცილებით უარესი, როდესაც მივედით აეროპორტში, იქ იყო მთელი საელჩო, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ეკითხა, მართლა რაიმე პრობლემა ხომ არ გვქონდა, დაკავებულები იყვნენ იმით, რომ მებაჟეს ეკითხებოდნენ რამდენი "მეშოკი" აღმოაჩნდათო. ბევრი ადამიანი გვიღებდა ტელეფონით – დიდი ალბათობით სპეცსამსახურის წარმომადგენლები იყვნენ. ამის შემდეგ ნახევარი საათი გვჩხრეკდნენ, სათითაოდ გაჩხრიკეს, ყველაფერი თავზე დაიმხეს", - აღნიშნა დეპუტატმა.
ზურაბ ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ სცადა პარლამენტის წევრების დისკრედიტაციის განხორციელება, რაც მისივე თქმით, პირველ რიგში ქვეყნის დისკრედიტაციას და ქვეყნის რეპუტაციის შელახვას ნიშნავს. ზურაბ ჯაფარიძე ბოდიშს უხდის ავიარეისის მგზავრებს იმის გამო, რომ ბაქო-თბილისის რეისს ამ ინციდენტის გამო 40 წუთით დააგვიანდა.
რაც შეეხება ბაქოში ვიზიტის მიზანს, ზურაბ ჯაფარიძის მტკიცებით, ის და ირმა ნადირაშვილი აზერბაიჯანში შეხვდნენ საკუთარ კოლეგებს, სადაც საუბარი ეხებოდა პოსტსაარჩევნო სიტუაციას, მათ შორის მარნეულსა და გარდაბანში განვითარებულ მოვლენებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია