დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერი - უმუშევრობა ყველაზე დიდი გამოწვევაა და ყოველდღე ამაზე ვმუშაობთ
ავტორი:
2013/ოქტომბერი/24 21:00:03
უმუშევრობა ყველაზე დიდი გამოწვევაა და ყოველდღე ამაზე ვმუშაობთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეკონომიკის გადალაგება 2-3 დღეში არ ხდება. პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "იმდენად ცუდი გაკეთებულია, ნახევარზე მეტი შენობა გამოუყენებელია".
"წყალში გადაყრილია ეს ფული, ერთი ქუჩაა გამწვანებული ბათუმში და სულ ეს არის. ამათი ეკონომიკა იგივეა, უკუღმა ჩარგო ხე და არწმუნო ხალხი, რომ სასწაულს მოახდენს. ჩვენ ახლა ნიადაგს ვაფხვიერებთ და შემდეგ კარგი ნერგები გვჭირდება ინვესტიციების სახით. ისინი პირდაპირ აყაჩაღებდნენ ხალხს და ციხეში სვამდნენ, როგორ შეიძლება ასე გაიზარდოს ინვესტიციები და ეკონომიკა განავითარო. ჩვენ შევქმენით თანაინვესტირების ფონდი, თუმცა ამას თვეები დასჭირდა. 6 მილიარდი უფრო ადრე მოვაგროვე, ვიდრე ფონდის დაფუძნება შევძელით. ახლა პროექტები არ გვყოფნის, სადაც ფული უნდა წავიდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1250
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია