დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსი - გარკვეულ პირებს უნდათ, რომ სააკაშვილის დაპატიმრებაში დამადანაშაულონ, მე არ „ჩამიშვია“
ავტორი:
2017/დეკემბერი/09 11:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/pokinboroda2.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467654-luganskis-policiis-yofili-ufrosi-garkveul-pirebs-undath-rom-saakashvilis-dapatimrebashi-damadanashaulon-me-ar-chamishvia.html", "headline": "ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსი - გარკვეულ პირებს უნდათ, რომ სააკაშვილის დაპატიმრებაში დამადანაშაულ...", "datePublished": "2017-12-09 07:30:10", "dateModified": "2017-12-09 07:30:10", "description": "ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იური პოკინბოროდა, რომლის სახლშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/pokinboroda2.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი იური პოკინბოროდა, რომლის სახლშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, აცხადებს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ის სააკაშვილის დაპატიმრებაში დაადანაშაულონ.

„მე არ „ჩამიშვია“, - ამბობს იური პოკინბოროდა.

ამის შესახებ ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის იური პოკინბოროდას ვიდეომიმართვაშია ნათქვამი. უკრაინული გამოცემა „hromadske.ua“-ს ინფორმაციით, ვიდეომიმართვაში პოკინბოროდა სააკაშვილის დაკავების დეტალებზე საუბრობს.

ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ გარკვეულ პირებს უნდათ ყურადღება გადაიტანონ მასზე და არა იმათზე, ვინც რეალურად მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცველებს სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ. პოკინბოროდა შიშობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

„მე ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას და თუ მე რამე მომივიდა, ესე იგი სწორ კვალზე გავედი. ახლა მე თავისუფლებაზე დავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ იმედი აქვთ, ვინმე მომიშორებს, მიშას დაკავების გამო სამაგიეროს გადახდის მიზნით“, - აღნიშნა პოკინბოროდმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ სააკაშვილის დაკავევბასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 595
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია