დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
ავტორი:
2018/ივნისი/04 15:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496846-mamuka-bakhtadze-saerthashoriso-savaluto-fondis-teqnikuri-dakhmarebis-misiis-khelmdzghvanels-shekhvda.html", "headline": "მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა", "datePublished": "2018-06-04 11:09:01", "dateModified": "2018-06-04 11:09:01", "description": "ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/baxtadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის/მისიის ხელმძღვანელს, მთავარ ეკონომისტ ლუსილა მაკლოჰანს შეხვდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების მისიის პროექტი - „საქართველოს შემოსავლების ადმინისტრირების რეფორმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ხორციელდება.

“პროექტი სამწლიანია, ის 2017 წელს დაიწყო და მისი მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტის ხელმძღვანელს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ის რეფორმები, რომელის განხორციელებაც წელს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორისაა, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა და ციფრული საბაჟოს განვითარება.

შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რათა უწყება ინსტიტუციონალურად უფრო გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს მისი მომსახურების ხარისხი.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა შეაჯამეს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, არსებული პროგრესი და სამომავლო გამოწვევები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია