დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკა ბესელია - კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/02 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia_f7d1c.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/460994-eka-beselia-konstituciashi-dagegmili-cvlilebebi-veneciis-komisiis-rekomendaciebis-gathvalistsinebith-momzadda.html", "headline": "ეკა ბესელია - კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მ...", "datePublished": "2017-11-02 08:39:40", "dateModified": "2017-11-02 08:39:40", "description": "პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAMAI-2017/beselia_f7d1c.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.

”ვენეციის კომისია მიესალმება მმრთველი გუნდის დაპირებას, რომ ბონუსებისა და საარჩევნო ბლოკების საკითხზე იქნებოდა ცვლილებები კონსტიტუციაში. საკონსტიტუციო სასამრთლოსთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც პარლამენტსაც ბოჭავს, რომ მან არ მიიღოს რაიმე ისეთი ცვლილება, რომელიც შეიძლება განხილული იყოს საარჩევნო წელს და საკონსტიტუციო სასამართლოსაც ბოჭავს, რომელიც ასევე იქნება შეზღუდული, რომ საარჩევნო წელს ვერ გააუქმოს ის ნორმები, რომელიც ეხება არჩევნების ჩატარების სამართლებრივ რეგულაციებს. ამავე დროს, რწმენის თავისუფლების ნაწილში კონვენციის სტანდარტი იქნება. ეს ცვლილებები ერთი მხრივ, არის კომპრომისული ვერსია, მეორე ნაწილი - უკვეთესი სტანდარტი. ეს არის ის, რაც ჩვენ ვთქვით, რომ იქნებოდა განხორცილებული” - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ასახვაც ახალმიღებულ კონსტიტუციაში იგეგმება, პარლამენტში ინიცირებულია.

ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება დაევალა, რისთვისაც კომიტეტს 1-კვირიანი ვადა აქვს.

როგორც კი ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურდება, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებას 15 დეკემბრამდე გეგმავს.

პროექტს მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია