დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მატარებლისა და მიკროავტობუსის შეჯახებისას დაშავებულებს მოინახულებს
ავტორი:
2015/იანვარი/03 00:30:02
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, სოფელ მარანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ორი თბილისში უკვე გადმოჰყავთ , თბილისშივე გადმოიყვანენ კიდევ ერთ მცირეწლოვანსა და ქალბატონს.
როგორც კვარაცხელიამ ,,ინტეპრესსნიუსს" განუცხადა, ბავშვს მრავლობითი ტრავმები აქვს, მათ შორის- გულ-მკერდისა და თავის არეში, ქალბატონს კი ორივე ბარძაყი აქვს მოტეხილი.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხვალ ჩავა თავად სამტრედიასა და ქუთაისში, სადაც კიდევ რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობას გაეცნობა.
აბაშის რაიონის სოფელ მარანთან მიკროავტობუსი ჩაქროსნულ მატარებებსლ შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
დაშაებულთა ახლობლების ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც შეჯახება მოხდა, შლაგბაუმი დამონტაჟებული არ ყოფილა და მიკროავტობუსის მძღოლა მატარებელი ვერ შეამჩნია.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია