დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
არჩილ თალაკვაძე - საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილებები, ემიგრაციაში მყოფი ადამიანებისთვის შეზღუდვებს არ გულისხმობს
ავტორი:
2018/მაისი/08 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/talakvadze_4c61f.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/492037-archil-thalakvadze-saqarthvelos-moqalaqeebis-qveynidan-gasvlisa-da-shemosvlis-tsesebis-shesakheb-kanonshi-cvlilebebi-emigraciashi-myofi-adamianebisthvis-shezghudvebs-ar-guliskhmobs.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შემოსვლის წესების შესახებ კანონში ც...", "datePublished": "2018-05-08 14:20:36", "dateModified": "2018-05-08 14:20:36", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/talakvadze_4c61f.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილებს განმარტავს.

„პირველ რიგში, სანამ განხილვა დაიწყება, მინდა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში დიდი პატივისცემა დავუდასტურო და მივაწოდო დეტალური ინფორმაცია იმ ცვლილებებზე, რომელსაც პარლამენტი განიხილავს.

შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, გამშვებ პუნქტებზე ჩვენს მესაზღვრეებს უფლება ეძლევათ შეაჩერონ ევროკავშირის ქვეყნებში წამსვლელი პირი, თუკი მას წესრიგში არ აქვს პასპორტი, ვერ ასაბუთებს, სად მიდის და როდის ბრუნდება. ასეთი უფლებით აღჭურვილი არიან ევროკავშირის მესაზღვრე პოლიციელები.

ასევე, დასჯადი ხდება საზღვარზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ორგანიზება, რაც თავის მხრივ ტრეფიკინგის რისკებსაც შეიცავს. აღნიშნული მექანიზმები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება.

კანონში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფებიან. ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომელთა გადალახვაც მათ უხდებათ. ამიტომაც, უზენაესი კანონის რანგში ავიყვანეთ სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს ჩანაწერი პირველად 2018 წელს იქცა კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილად.

შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა ზიანის მომტანია როგორც ამ წესების დამრღვევი პირების, ასევე ჩვენი ქვეყნის, მთელი მოსახლეობისთვის. ამიტომაც, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ბერკეტები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.

ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, შესაბამისად, საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა იზრუნოს მის შენარჩუნებაზე“, - განაცხადა თალაკვაძემ, რომლის კომენტარს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირის ბოლომდე იგეგმება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია