დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მამუკა კაციტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 08:30:02
../photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/kacitadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454685-mamuka-kacitadze-mzadyofnas-gamothqvams-prezidentthan-sakonstitucio-cvlilebebze-konsultaciebshi-monatsileoba-miighos.html", "headline": "მამუკა კაციტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს", "datePublished": "2017-09-28 04:39:09", "dateModified": "2017-09-28 04:39:09", "description": "”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https:http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-MAISI-2016i/kacitadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი მამუკა კაციტაძე მზადყოფნას გამოთქვამს, შეხვედრის გამართვის შემთხვევაში, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც კაციტაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ჯერ შეხვედრის დეტალები მისთვის ცნობილი არ არის, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ”ზუსტდება სიტუაცია”.

”თუ გადაწყდება, რომ შეხვედრა არის, მე აუცილებლად მივალ. აქ საუბარია ვეტოს დადების პირობებში მოტივირებული შენიშვნების თემასთან დაკავშირებით დისკუსიაზე. საუბარს ალბათ აზრი აქვს, მაგრამ შედეგს ექნება თუ არა აზრი, ამას დაგვანახებს უკვე ადგილზე ვითარება. გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ რაღაც შემოთავაზებებზე არიან თანახმა, თუ ის შემოთავაზებები არ ემთხვევა ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოტივირებულ წინადადებათა პაკეტს, მაშინ ბუნებრივია შეხვედრებს პერსპექტივა არ აქვს და თუ ხელისუფლება მზად იქნება, ალბათ რაღაც პერსპექტივა, თუნდაც თეორიული არსებობს. ამიტომ წინასწარ გამიჭირდება რაიმე დასკვნის გაკეთება, თუ შეხვედრა შედგება, მივალ და დანარჩენი ადგილზე გაირკვევა”, - განაცხადა კაციტაძემ.

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი დღეს კონსულტაციების გამართვას გეგმავს, რომელზეც მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას ეპატიჟება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია