დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/08 16:30:03
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურიდან აცნობეს, ოლიმპიადასთან დაკავშირებული განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატმა ვარკეთილში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გააკეთა.
"რუსეთის ხელისუფლებამ ცხინვალის ომის მონაწილე რუსი მფრინავის ოლიმპიადის მთავარ მეჩირაღდნედ ქცევით, თავად გადალახა ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც კითხვაზე - მოახდენს თუ არა რუსეთი სოჭის ოლიმპიადის საქართველოს საწინააღმდეგოდ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას, პასუხი უკვე გაცემულია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს მთავრობის შუალედური პოზიცია მომავალში მოვლენების დაკვირვებასთან დაკავშირებით, რადგან მოვლენები უკვე მოხდა, რუსეთის ფედერაციამ ქმედებები უკვე განახორციელა. ვფიქრობ, უკვე არათუ მომწიფებული, გადამწიფებულიცაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას წარმოაჩენს და რაც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაში გამოიხატება. დღეს კიდევ ერთხელ გახდა ძალიან გასაგები და ნათელი, რომ საქართველოს ხელისუფლების ტონის არათუ გამკაცრების, არამედ ლოიალურობის ოდნავ შემცირების შემთხვევაში, როგორ მოიქცევა რუსეთი ყოველ შემდეგ ჯერზე. ამის მაგალითია ონიშენკოს განცხადებები, რომ საქართველოში ხარისხიანი ღვინის მწარმოებლებისთვისაც კი რუსული ბაზარი კვლავ დახურულია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არის არასაიმედო სავაჭრო პარტნიორი და რაიმე მნიშვნელოვანი იმედების დამყარება რუსულ ბაზარზე არის სიბეცე და ახლომხედველობა", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1133
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია