დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ნებისმიერი კონტაქტი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ელფერს იძენს
ავტორი:
2014/ივლისი/27 15:30:02
ნებისმიერი კონტაქტი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ელფერს იძენს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი წინამორბედის დაკითხვაზე დაბარებას.
"მახსოვს ეს გრძელი ეპოპეა დაბარების, შემდეგ სკაიპის, შემდეგ რაღაცა ამ თემის ფართოდ გაშლის. დღესაც ჩვენ ვიცით, რომ ყოფილ პრეზიდენტს მოწმედ იბარებენ, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული. მე არა მგონია, რომ ეს იმ რიგის საკითხია, რომელზეც ასეთი ვნებათაღელვა ბუნებრივია. ბუნებრივია, პრეზიდენტები ყოველთვის არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და ნებისმიერი კონტაქტი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ელფერს იძენს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ერთის მხრივ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გააცნობიერებს, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე და ამ ქვეყნის კანონებსა და წესებს უნდა დაემორჩილოს, ხოლო მეორეს მხრივ, სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან უაღრესად ფრთხილნი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ხვალ, 11:00 საათზე მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა დაბარებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია