დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახუშტი მენაბდე - სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი წარდგენის შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს
ავტორი:
2017/ნოემბერი/14 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/menabde.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462961-vakhushti-menabde-sakhalkho-damcvelis-postze-chemi-tsardgenis-shemothavazeba-saintereso-iqneba-thu-asethi-shemothavazeba-iarsebebs.html", "headline": "ვახუშტი მენაბდე - სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი წარდგენის შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შ...", "datePublished": "2017-11-14 12:36:44", "dateModified": "2017-11-14 12:36:44", "description": "ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1SEQT-2016/menabde.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩემთვის, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ადამიანისთვის, რომელიც ასევე დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სახალხო დამცველის პოსტზე მისი კანდიდატურის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით აცხადებს.

როგორც მენაბდე ამბობს, კონსულტაციები არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ამ დრომდე არ გამართულა, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი კანდიდატურის შესახებ, სხვა კანდიდატურებთან ერთად, არასამთავრობო სექტორი მსჯელობს.

„არავითარი კონსულტაცია „ევროპულ საქართველოსთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ მქონია. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტურად არასწორი. მეც, როგორც თქვენ, თვალყურს ვადევნებ საინფორმაციო სივრცეში გაჟღერებულ სიახლეებს. ჩემთვისაც ეს საკითხი სწორედ ამგვარად გახდა ცნობილი. ოფიციალური შემოთავაზება და კონსულტაცია არ მქონია არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან.

პირველ რიგში, ის, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა და ამ კონტექსტში ჩემი სახელი და გვარი არის გაჟღერებული, ძალიან დიდი პატივია, რადგან სახალხო დამცველის თანამდებობა და ინსტიტუტი კონსტიტუციურად ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც იმ ადამიანისთვის, რომელიც ამ სფეროში მუშაობს, დიდი ხნის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში საქმიანობდა, ეს შემოთავაზება საინტერესო იქნება, თუ ასეთი შემოთავაზება იარსებებს. რაც შეეხება კონკრეტიულ პოლიტიკურ ძალებთან ამ საკითხის განხილვას, კიდევ ვიმეორებ, რომ არ მომხდარა. ეს არის პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტი. სწორედ მან უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი. ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანის სახელი და გვარი გაჟღერდა. ჩვენ, აკადემიურ სივრცეს, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ კონსულტაციის ფორმატით შეგვიძლია ჩავერთოთ დეპუტატებთან ამ საკითხების განხილვაში. საბოლოო გადაწყვეტილებას, ცხადია, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კანდიდატის წარდგენასაც და მის დამტკიცებასაც, პარლამენტი წყვეტს“, – ამბობს მენაბდე.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურმა ფრაქციებმა სახალხო დამცველობის კანდიდატად პარლამენტს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე, შესაძლოა, სწორედ ვახუშტი მენაბდის კანდიდატურა წარუდგინონ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 614
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია