დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სააკაშვილი გაეროს ტრიბუნიდან ოკუპაციაზე ისაუბრებს
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 11:09:02
ჩვენი ოფიციალური პირების ლექსიკიდან გაქრა სიტყვა ოკუპაცია და ეგრევე, ამერიკელებმა და ევროპელებმა შეწყვიტეს ოკუპაციაზე საუბარი, ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა დვანში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. „ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე, ვიდრე ეს იყო ქურთასა და თამარაშენში. ოღონდ იმ პირობებში, რომელშიც რუსეთმა არანაირი ფასი არ გადაიხადა. ხომ ამბობდნენ, რომ ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პუტინი მე ვერ მიტანდა, ახლა ხომ დარწმუნდით, რომ რუსეთი ახორციელებს გემაზომიერ შეტევას საქართველოს სუვერენიტეტსა და საზღვრებზე, მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პატარა ქვეყნისთვის ერთადერთი შანსი თავისი პოზიციების დაცვის არის საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მხარდაჭერა. „ბოლო პერიოდში საქართველოს პრემიერმინისტრი ყველა დასავლურ გამოცემასთან იმეორებს, რომ ომი იყო საქართველოს ბრალი, რომ საქართველოს, არ უნდა ჰქონდეს არც მსოფლიო და არც რეგიონული ამბიციები და მნიშვნელობა. თუ მნიშვნელობა არ გვაქს და თუ ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო, ვინ მოვა ჩვენს დასაცავად? ჩვენი ოფიციალური პირების ლექსიკიდან გაქრა სიტყვა ოკუპაცია და ეგრევე, ამერიკელებმა და ევროპელებმა შეწყვიტეს ოკუპაციაზე საუბარი. ამ ერთი წლის განმავლობაში ეს არის უპრეცედენტო ფაქტი საქართველოს ისტორიაში. საქართველოს პრემიერი არ ყოფილა ოფიციალური ვიზიტით მიწვეული არც აშშ-ში და არც დასალეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ამასობაში, ჩვენი პროკურორი, ოკუპირებული ქვეყნის პროკურორი ერთი კვირა იმყოფებოდა ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქ მოსკოვში და ბევრი სახვა გაუგებარი რევერანსი გაკეთდა. ეს არის სისუსტის გამოსხივება. ახლა კუდის ქიცინის და წაწოლის დრო კი არ არის. რაც უფრო წავწვებით, მით უფრო ადვილად გადაგვივლიან. ამიტომ საჭიროა, საერთაშორისო პოზიციების მობილიზაცია. რუსეთს ცბიერებით და ვითომ ეშმაკობით ვერავინ ვერ მოუგებს ამ საკითხებში. მაგრამ, რუსეთის ოკუპაციის უკან დახევა შესაძლებელია მწყობრი საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების პირობებში.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, გაეროს ტრიბუნაზე 25 სექტემბერს სიტყვით გამოსვლისას ის მხოლოდ ამ საკითხებზე აპირებს საუბარს და საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ერთიანობისკენ მოუწოდა. „მაგრამ მხოლოდ ჩემი ლაპარაკი არ არის საკმარისი. ყველა ქართულმა პოლიტიკურმა ძალამ, მთავრობამ და მეც ყველამ უნდა გამოვიჩინოთ ერთიანობა, სიმტკიცე და გამოვავლინოთ, რომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო და მზად ვართ ვიბრძოლოთ მისი ინტერესებისთვის“, - განაცხადა საქართველსო პრეზიდენტმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია