დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალების" ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთ აქტივისტს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი თავს დაესხა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/07 11:30:07
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთ აქტივისტს კახა კალაშოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი და "ქართული ოცნების" წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა 5 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დასრულების შემდეგ მოხდა.
"ყრილობიდან დაბრუნების შემდეგ, კახა კალაშოვმა თავის სამუშაო ფარდულში (იგი მეწაღეა და სახლის მახლობლად მცირე საწარმო აქვს მოწყობილი) საქართველოს დროშა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დელეგატის მანდატი კედელზე გააკრა. მის ფარდულში შესულმა სამმა პიროვნებამ, დაინახა რა ეს ნივთები, მოსთხოვა ჩამოეხსნა და დაეხია, რაზეც კალაშოვმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ კახა კალაშოვს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრის ღარიბაშვილის ნათესავი მიხეილ სანამაშვილია. სანამაშვილი ემუქრებოდა კალაშოვს, რომ ნათესავების, კერძოდ, თამაზ თამაზაშვილის დახმარებით სასტიკად გაუსწორდებოდა. მეორე თავდამსხმელი თამაზ გვარამიაა, ხოლო მესამე თავდამსხმელის ვინაობა კახა კალაშოვისთვის უცნობია. სწორედ ეს მესამე, კალაშოვს ემუქრებოდა, რომ ის რუსეთიდან სპეციალურად გამოაგზავნეს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა იმისათვის, რომ ვინც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მხარს უჭერს, ყველას გაუსწორდეს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გმობს აღნიშნულ ფაქტს და სამართალდამცავ ორგანოებს მის სასწრაფოდ გამოძიებისკენ და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს.
"პარტია ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო კამპანიის არაერთ ღონისძიებაზე ხელიშეშლის მცდელობებისა თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტების შსს-ს მხრიდან ნელი და არაეფექტური რეაგირების გამო", - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1223
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია