დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - სუსტი და შერყეული უკრაინის ხელისუფლება აწყობს რუსეთს და ამ კუთხით კითხვის ნიშნები არ არსებობს
ავტორი:
2017/დეკემბერი/06 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/fofxadze_3c176.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/467001-gedevan-fofkhadze-susti-da-sheryeuli-ukrainis-khelisufleba-atsyobs-ruseths-da-am-kuthkhith-kithkhvis-nishnebi-ar-arsebobs.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - სუსტი და შერყეული უკრაინის ხელისუფლება აწყობს რუსეთს და ამ კუთხით კითხვის ნიშნები ...", "datePublished": "2017-12-06 05:38:28", "dateModified": "2017-12-06 05:38:28", "description": "უკრაინაში ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის ხელწერას, მისი პოლიტკური მეთოდების მთელ ბუკეტს, მას რაიმე სიახლე ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/fofxadze_3c176.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უკრაინაში ჩვენ ვხედავთ სააკაშვილის ხელწერას, მისი პოლიტკური მეთოდების მთელ ბუკეტს, მას რაიმე სიახლე არ შემოუთავაზებია და პოლიტიკური ავანტიურიზმის სტანდარტში მოქმედებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უკრაინაში დღეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
როგორც გედევან ფოფხაძემ განმარტა, არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად, უკრაინაში დღეს განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან შემხებლობა არ აქვს.
„ამ კონკრეტულ მოვლენებთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ გრძნობს არანაირ პასუხისმგებლობას და არც უნდა გრძნობდეს, რადგან სამართლებრივ ნაწილში ამ მოვლენებს არანაირი კავშირი არ ჰქონდა ექსტრადირების მოთხოვნასთან. სააკაშვილს ბრალი წაუყენეს უკრაინაში ჩადენილი კონკრეტული ქმედებისთვის, როგორც უკრაინის მოქალაქეს. სააკაშვილს საქართველოში აქვს გამამტყუნებელი განაჩენი დაუსწრებლად, სხვა კონკრეტულ ქმედებებზე“, - განაცხადა გედევან ფოფოხაძემ.
გედევან ფოფოხაძე მიიჩნევს, რომ სუსტი და შერყეული უკრაინის ხელისუფლება აწყობს რუსეთს და ამ კუთხით კითხვის ნიშნები არ არსებობს. „რუსეთს უნდა ჩამოირღვეს აღმოსავლეთ უკრაინაში ყველანაირი სახელმწიფო ინსტიტუტი, რათა შეძლოს, ოკუპაციის რეჟიმში მოაქციოს აღმოსავლეთ უკრაინა. რუსეთს აწყობს, დასავლეთის საზღვრიდან უკრაინაში ადამიანები შედიოდნენ კანონის დარღვევით და დემარშებით“, - განაცხადა გედევან ფოფოხაძემ.
მისივე განმარტებით, ზემოთ აღნიშნულის მტკიცებულებები არ გააჩნია, თუმცა პოლიტიკური შეფასების ნაწილში ასეთი ლოგიკური დასკვნის გაკეთება შეიძლება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 611
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია